უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ტერორისტული თავდასხმის საფრთხე შემცირებულია
მისივე თქმით, კიევი საჯარო ზომებს იღებს, თუმცა ასევე დგამს ნაბიჯებს, რომლებსაც არ ამჟღავნებს.
ამ თემაზე ბუდანოვმა Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
დაზვერვის ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა ნაბიჯებზეა საუბარი და რა ფაქტები მიუთითებს ZNPP-ზე კატასტროფის რისკის შემცირებაზე.
უკრაინის პრეზიდენტმა 5 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.