ფინეთი რუსი სტუდენტებისთვის, ბიზნესმენებისთვის, ქონების მფლობელებისთვის ქვეყანაში შესვლის წესებს 10 ივლისიდან გაამკაცრებს.
„ფინეთი გააგრძელებს შეზღუდვების დაწესებას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე. რუსეთის მოქალაქეების შესვლა ფინეთში და გადაადგილება ფინეთის გავლით შენგენის დანარჩენ ზონაში კვლავ შეიზღუდება. ამასთან, გამკაცრდება შეზღუდვები ბიზნესმენებისთვის, ქონების მფლობელებისთვის და სტუდენტებისთვის“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გარდა ამისა, რუსეთის ამ მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ დასაბუთებული მიზეზები, თუ რატომ უნდა ჩავიდნენ ფინეთში სამუშაოდ. მსგავსი დასაბუთება საჭირო იქნება ქონების მფლობელებისგანაც.
სტუდენტებს შეეძლებათ ქვეყანაში შესვლა მხოლოდ სადიპლომო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად ან სწავლებისთვის (მაგალითად, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად).