რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც მას სურს, რომ ყველამ იფიქროს. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პრაღაში გააკეთა.
„რუსეთი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც ცდილობდა, რომ ჩვენთვის ეს დაეჯერებინა,“ - აღნიშნა პაველმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მარტო არ არის. ჩეხეთის პრეზიდენტმა ჩეხეთის მიერ გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა და კიევს დაჰპირდა, რომ გააგრძელებენ მხარდაჭერას. დახმარებას.
6 ივლისის საღამოს ზელენსკიმ ჩეხეთში ვიზიტი დაიწყო. მანამდე ის ბულგარეთში იმყოფებოდა. 7 ივლისს კი, სტამბოლში შეხვდება ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს.