ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა საბრძოლო მასალის წარმოების მხარდაჭერის აქტზე (ASAP) წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
წინასწარი შეთანხმება ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.
შეთანხმებას ხელს შეუწყობს ევროკავშირის ბიუჯეტიდან 500 მილიონი ევროს მობილიზებას, რათა დაეხმაროს სახმელეთო და საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასევე, რაკეტების წარმოების საწარმოო შესაძლებლობების გაძლიერებას.
„ამ გზით განხორციელდება 2023 წლის მარტში საბჭოს მიერ შეთანხმებული გეგმა, რათა უზრუნველყოს ევროპული საბრძოლო მასალის წარმოების გრძელვადიანი ზრდა უკრაინისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სასარგებლოდ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, ევროკავშირი გააძლიერებს და დააჩქარებს ევროპის საკუთარი საბრძოლო მასალისა და რაკეტების წარმოებას.
„ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინას, გააძლიეროს ევროკავშირის თავდაცვის ტექნოლოგიური და სამრეწველო ბაზა, და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოს ევროკავშირის მოქალაქეების გრძელვადიანი უსაფრთხოება”, - განაცხადა ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა.
შეთანხმების ხელმოწერა და ძალაში შესვლა ივლისის ბოლომდე იგეგმება.