ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

შიდა ქართლის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება უკვე დადასტურებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები.

„დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრინდნენ თავიან ოჯახებს“,- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.


სოფელი მეჯვირსხევი ოკუპირებულ სოფელ ღრომს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განთავსებული.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მეჯვრისხევის მცხოვრებლები სოფლის განაპირას ქეიფის დროს დააკავეს. ისინი ჯერ ღრომის საოკუპაციო ბაზაზე, იქიდან კი, ცხინვალში გადაიყვანეს.

სუს-ის ინფორმაციით, 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს - 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, ალექსი

მეჯვრისხეველების დაკავებამდე ოკუპირრებული ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა.