თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 7 ივლისს სტამბოლში მის უკრაინელ კოლეგასთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტs, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. იტყობინება გაზეთი Hürriyet-ი.
მისივე ინფორმაციით, სავარაუდო შეხვედრა პირისპირ ფორმატში შედგება.
რუსული მხარე იმუქრება, რომ 17 ივლისის შემდეგ შეწყვეტს მონაწილეობას „მარცვლეულის შეთანხმებაში“, რომელიც საომარ პირობებში უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საშუალებას იძლევა.
იმავდროულად, Financial Times იტყობინება, რომ ევროკავშირი სანქცირების კუთხით განიხილავს გარკვეულ დათმობებს, რათა შეინარჩუნოს ეს შეთანხმება, რაც უკრაინული მხარისთვის მიუღებელია.