გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს საინჟინრო და დრონის საწინააღმდეგო აღჭურვილობას.
გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე მიმწოდებელია.
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი 30 ივნისს გადასცა.
დახმარების ახალი პარტია მოიცავდა: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს.
გერმანია უკრაინისთვის კიდევ ათეულობით Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღის გადაცემას გეგმავს. ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდა. კერძოდ, დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავდა აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და სხვა.