ერდოღანის თქმით, პუტინი თურქეთს აგვისტოში ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთს ვიზიტით აგვისტოში ეწვევა.

 

ამის შესახებ ერდოღანმა ანკარაში განაცხადა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა. 

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან მოლაპარაკების ერთ-ერთი თემა რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების გაცვლა იქნება.

ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ვიზიტისას ასევე განიხილება მარცვლეულის შეთანხმების საკითხიც, რომელსაც ვადა 17 ივლისს ეწურება. ერდოღანმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლი იკისრა. 

ცნობისთვის, ერდოღანმა ზელენსკის მასპინძლობისას განაცხადა, რომ უკრაინა უდავოდ იმსახურებს NATO-ში ყოფნას. ვილნიუსის სამიტი 11-12 ივლისს არის დაგემილი.