ჩეხეთის ელჩი: შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“, ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ

საქართველოში ჩეხეთის ელჩი, პეტრ მიკისკა „პრაიდ ფესტივალთან“ დაკავშირებით მომხდარზე აცხადებს, რომ ეს არ არის კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ.

„შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, - წერს ჩეხეთის ელჩი Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.


8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა.