გაერო გმობს „ძალადობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, „პასუხი აგებინოს დამნაშავეებს“

გაერო გმობს „ძალადობას და თავდასხმებს „თბილისი პრაიდის“ დღევანდელ ღონისძიებაზე„ და „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს „შემაშფოთებელი ინციდენტი.“

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის ლგბტქი+ პირებისთვის.“


8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა.