ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონზე სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.
მისივე თანახმად, დღეს ორი რაკეტა ჩამოაგდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა.
„ერთ-ერთი რაკეტის დაცემის შედეგად, სოფელ ბიტოშში სახერხი ქარხანა მთლიანად განადგურდა," - წერს ბრიანსკის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი.
მისივე თანახმად, მსხვერპლი არ არის, ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ.
რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინას ესაზღვრება. ბრიანსკის და კურსკის რეგიონების ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმების შესახებ რეგულარულად იუწყებიან, რაშიც უკრაინის არმიას ადანაშაულებენ, რასაც უკრაინის სარდლობა ოფიციალური კომენტარით არ პასუხობს.