NATO რუსეთის ფედერაციის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ თავდაცვის გეგმაზე შეთანხმდა.
Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას რეგიონული გეგმების შესახებ, რომელშიც დაწვრილებით არის გაწერილი, რას მოიმოქმედებს ალიანსი რუსეთის შესაძლო თავდასხმის წინააღმდეგ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ამ გეგმების დამტკიცებას თურქეთი ბლოკავდა ისეთი გეოგრაფიული ადგილების ფორმულირების გამო, როგორიცაა, მაგალითად, კვიპროსი.
„ათწლეულების განმავლობაში NATO თავდაცვის მსხვილმასშტაბიანი გეგმის საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან მხოლოდ მცირე საომარი მოქმედები ჰქონდა ავღანეთსა და ერაყში და პოსტსაბჭოური რუსეთიდან რეალურ საფრთხეს ვერ ხედავდა, მაგრამ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე, ალიანსმა გადახედა თავის პოზიციას და სურს, რომ შესაძლო კონფლიქტის გაჩაღებამდე, წინასწარ ყველა საჭირო გეგმა მომზადებული ჰქონდეს ისეთ ძლიერ მოწინააღმდეგესთან, როგორც არის რუსეთი“, - წერს Reuters-ი.
გაეცანით ვრცლად: