სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკი NATO-ს სამიტზე დღეს ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში სამშაბათს, 11ივლისს ჩავა.

„მოხარული ვარ, რომ მივესალმო მას, როგორც დღეს საღამოს, ისე ხვალ NATO-უკრაინის საბჭოს საინაუგურაციო სხდომაზე", - განუცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს სამიტზე ჟურნალისტებს.

სტოლტენბერგის და ზელენსკის შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი, რის შემდეგაც ისინი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.