საქართველოს პრეზიზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსის სამიტის მიმდინარეობას Twitter-ზე პოსტით გამოეხმაურა.
„ასეთ მნიშვნელოვან დროს დაწყებულ NATO-ს სამიტს ვილნიუსში წარმატებულ და პროდუქტიულ მუშაობას ვუსურვებ. საქართველო ერთგულად განაგრძობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!“ - წერს პრეზიდენტი.
მან გაიზიარა ვოლოდიმირ ზელენსკის „ტვიტი“, რომელშიც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ვილნიუსისკენ მიმავალ გზაზე მიიღეს სიგნალები, რომ ფორმულირებები განიხილება უკრაინის გარეშე.“
„სიცხადე, გამბედაობა, და არა ყოყმანი არის საუკეთესო თავდაცვა და გზა მტკიცე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. - აღნშნავს სალომე ზურაბიშვილი.
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს 2-დღიანი სამიტი დღეს, 11 ივლისს გაიხსნა.
სამიტზე საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს.