უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას შეფასებით, NATO-მ „მთელი სიტუაცია და უკრაინა გაურკვევლობაში არ უნდა დატოვოს, როდესაც საქმე ალიანსში გაწევრიანებას ეხება“.
მინისტრი ხაზს უსვამს, რომ უკვე ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ კიევმა მიიღოს მიწვევა ვილნიუსის სამიტზე და უკრაინა ვადებთან დაკავშირებით NATO-ს წევრებთან მუშაობას გააგრძელებს და რაც უფრო მოკლე იქნება ეს ვადები, მით უკეთესი იქნება ყველასთვის.“
„მოწვევის ყველა პირობა აქ, ვილნიუსში უკვე არსებობს, ხოლო თავად წევრობა მოვა, როცა პირობები საშუალებას მოგცემს, მაგრამ გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას ამ პროცესის წინსვლისთვის", - აღნიშნა დმიტრო კულებამ.
ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ უკრაინას ალიანსისკენ მიმავალ გზაზე „წევრობის სამოქმედო გეგმის“ შესრულების მოთხოვნა მოეხსნა და რომ ქვეყანას NATO-ში მიიწვევენ, როცა პირობები დაკმაყოფილდება.
„უკრაინის მომავალი NATO-შია - უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე. ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში მომავალი წევრობის გზაზე.
ჩვენ გვექნება შესაძლებლობა მოვიწვიოთ უკრაინა ალიანსში, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და შესრულდება პირობები”, - წერია კომუნიკეში.