უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ვილნიუსში, NATO-ს სამიტის ფარგლებში გაფორმდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი იტყობინება.
„კიდევ კარგი სიახლე ვილნიუსიდან! უკრაინამ და შვედეთმა თავდაცვის სფეროში შესყიდვების შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ეს დოკუმენტი დიდ შესაძლებლობებს აძლევს როგორც ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ასევე, შვედურ კომპანიებს, როგორიცაა SAAB-ი და სხვა,“ - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.
ცნობისათვის, შვედეთი მალე NATO-ს უერთდება.