ნავალნი ამბობს, რომ 100 დღეა, პუტინის ერთსა და იმავე სიტყვას ასმენინებენ

ასი დღეა, პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის ყოველდღე ვლადიმერ პუტინის 2-საათიან სიტყვას ასმენინებენ. რადიო თავისუფლების ცნობით, ნავალნი ადვოკატების მეშვეობით ჰყვება, რა ხდება კოლონიაში.

„ნორმალურები ხართ, საერთოდ? სხვა პუტინი ჩართეთ, განა ცოტა სიტყვით გამოსვლა ჰქონია?“, - ამბობს ნავალნი.


კოლონიის თანამშრომელს კი ასეთი პასუხი აქვს: „ეს 2023 წლის მიმართვაა, შესაბამისად მას მთელი 2023 წლის განმავლობაში უნდა ვუსმინოთ. გამოვა შემდეგი მიმართვა - მას მოვუსმენთ“.

პატიმრობაში მყოფმა სასამართლოსაც მიმართა განმარტებისთვის, რას საფუძვლით ასმენინებენ პუტინის მიმართვას და არ ურთავენ რადიოს. სასამართლოში კი, ეს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო მუშაობის შესახებ გარკვეული ინსტრუქციით ახსნეს.


კოლონიაში კი განმარტეს, რომ პუტინის გზავნილს რთავენ „მსჯავრდებულებში კანონმორჩილი ქცევის, ადამიანისადმი, შრომის, საზოგადოებრივი ნორმების პატივიცემის ჩამოყალიბების მიზნით“.


ადამიანის უფლებადამცველის ოლგა რომანოვას განცხადებით, ასეთი „საგანმანათლებლო“ სამუშაო, რა თქვა უნდა, წამებას ნიშნავს და როგორც ჩანს, ეს კოლონიის ინიციატივაა.

მისივე თქმით, მსგავსი „საგანმანათლებლო - აღმზრდელობითი“ სამუშაოების ნაწილია პატიმრებითვის „შამანის და ბაბკინას ამაზრზენი პატრიოტული სიმღერების მოსმენა“.


ამას გარდა, ალექსეი ნავალნის ხშირად ათავსებენ სამარტოო საკანში, სადაც კოლონიის ამინისტაცია ურთავს დამაბრმავებენ სინათლეს, მასთან საკანში შეჰყავდათ „არასასურველი მეზობლები“, გვერდით საკანში ათავსებენ ადამიანს, რომელიც ღამ-ღამობით ყვირის.


ფსიქოანალიტიკოსი ანასტასია რუბცოვა „Current Time“-თან ამბობს, რომ ყოველ საღამოს პუტინის სიტყვით გამოსვლის სმენა „ფსიქიკისთვის სახუმარო ამბავი არაა“.

„როგორც ვიცი მთელი ამ ხნის განმავობაში ის სამარტოო საკანში იმყოფება და ადამიანებთან ნორმალურად დალაპარაკების საშუალებაც არ აქვს, ეს ძალიანა მძიმე ფსიქოლიოგიური წამებაა“, - მაბობს რუბცოვა.


რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ლექსეი ნავალნის 9 წლით აქვს პატიმრობა მისჯილი მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, თაღლითობის ბრალდებით. თავად ნავალნი, რუსი უფლებადამცველები და საერთაშორისო თანამეგობრობა მის დევნას პოლიტიკურად მიიჩნევენ. ნავალნის მიერ დაარსებული "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი" რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია.

19 ივნისს დაიწყო ახალი პროცესი, რომელზეც მას ექსტრემიზმის ბრალდებით ასამართლებენ. ალექსეი ნავალნის კიდევ სამი ათწლეულით ემუქრება პატიმრობა.