NATO-ს მომდევნო სამიტი ვაშინგტონში 2024 წელს, 2025 წელს კი, ნიდერლანდებში გაიმართება

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შემდეგი სამიტი 2024 წელს ვაშინგტონში, 2025 წელს კი, ნიდერლანდებში გაიმართება.

„ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ლიეტუვის რესპუბლიკის გულუხვი მასპინძლობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ხელახლა შეხვედრას ალიანსის 75 წლის იუბილეზე ვაშინგტონში 2024 წელს, რასაც მოჰყვება შეხვედრა ნიდერლანდებში 2025 წელს“, - ნათქვამია ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში.