„ბევრმა თქვენგანმა უკეთ იცის, რამდენად ძვირფასია საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. ძვირფასია ხალხისთვის ყველგან, არამხოლოდ უკრაინაში, არამედ ბელორუსში, მოლდოვაში, საქართველოში, მსოფლიოს ყველა კუთხეში ხალხი აგრძელებს ბრძოლას, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი. ასე რომ, ჩემი გზავნილი ყველას თქვენგანისთვის შემდეგია: გააგრძელეთ ამ სულისკვეთებით, გააგრძელეთ მსოფლიოსთვის შეხსენება იმ იმედის შესახებ, რომელსაც ლიეტუვა განასახიერებს და ეს არის ის, რასაც თქვენ განასახიერებთ ამ ქვეყანაში“, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ლიეტუვაში, ვილნიუსის უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილებს.
ჯო ბაიდენის თქმით, ყველას უნდა, უკრაინაში ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. ბაიდენის თქმით, რუსეთს შეუძლია, დაასრულოს ეს ომი ხვალ უკრაინიდან თავისი ძალების გაყვანით, რომელმაც დაანგრია მისი საერთაშორისო საზღვრები, რუსეთის მიერ უკრაინაზე მისი ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ არაადამიანური თავდასხმების შეწყვეტით.
აშშ-ის ლიდერის თქმით, სამწუხაროდ, რუსეთი ჯერჯერობით არ ავლენს ინტერესს დიპლომატიური შედეგების მიმართ.
„პუტინს ჯერ კიდევ არასწორად სჯერა, რომ მას შეუძლია, უკრაინის გადალახვა. მას არ შეუძლია, დაიჯეროს, რომ ეს მათი მიწაა, მათი ქვეყანა და მომავალია. ამდენი ხნის შემდეგაც კი, პუტინს კვლავ ეჭვი ეპარება ჩვენს გამძლეობაში. ის ჯერ კიდევ დებს ცუდ ფსონს, რომ რწმენა და ერთიანობა შეერთებულ შტატებსა და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის დაირღვევა.
ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ჩვენი ვალდებულება, ჩვენი ღირებულებები, ჩვენი თავისუფლება არის ის, რისი გადაბიჯებაც მას არასდროს შეუძლია. სწორედ ეს ვართ ჩვენ. ამ ომის განმავლობაში ლიეტუვის მოსახლეობა, ჩვენს გაბედულ ძმებთან ერთადაა უკრაინის უფლების მთავარ დამცველთა შორის, რომ ჰქონდეს დამოუკიდებლად არჩეული მომავალი, იყოს თავისუფალი... ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ დავდგებით თავისუფლებისთვის დღეს, ხვალ და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ყველას გვინდა, ეს ომი სამართლიანი პირობებით დასრულდეს. პირობები, რომლებიც იცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის ძირითად პრინციპებს, რომელსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ - სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ერებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის ორი საყრდენი. ერთ ქვეყანას არ შეიძლება, მიეცეს უფლება, ძალით წაართვას მეზობელს ტერიტორია“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა
შეგახსენებთ, ლიეტუვის დედაქალაქში სამიტი დღეს დასრულდა.