„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაციას, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ გამოცხადებულ ღონისძიებებს, სხვა ქვეყნებიც უერთდებიან, მათ შორის არიან ნორვეგია, ნიდერლანდები და ჩეხეთი.
„მივესალმები უკრაინის მხარდამჭერ დეკლარაციას, მათ შორის უსაფრთხოების შესახებ გამოცხადებულ ღონისძიებებს. ნიდერლანდები შეუერთდება ამ ინიციატივას და ხელს შეუწყობს უკრაინის უსაფრთხოების ღონისძიებებს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით,“ - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ვოპკე ჰუქსტრა Twitter-ზე.
ინიციატივას უერთდება ჩეხეთიც.
„ჩეხეთიც ადეკვატურ წვლილს შეიტანს. ჩვენ ვუერთდებით G7-ის ახალ ინიციატივას უკრაინის გარანტიების შესახებ, ისევე, როგორც ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს“, - დაწერა თავს მხრივ, ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა Twitter-ზე.
პრემიერ-მინისტრმა,
ნორვეგიამ გადაწყვიტა, „გახდეს G7-ის ინიციატივის წევრი, რათა დაეხმაროს უკრაინას.“
„ესპანეთიც შეუერთდება უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან გარანტიებს, რომლებსაც G-ის ქვეყნები რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად გასცემენ“, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ვილნიუსში განაცხადა. სანჩესის თქმით, პრაქტიკაში G7-ის გარანტიები დიდად არ განსხვავდება იმ როლისგან, რომელიც მადრიდმა უკვე აიღო უკრაინის მხარდასაჭერად: იარაღის მიწოდება და ჯარისკაცების მომზადება. მან განმარტა, რომ სინამდვილეში ესპანეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკვე გაწეული მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია.
მოგვიანებით, G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს.
პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ეს დეკლარაცია უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ვიდრე ის NATO-ს წევრი გახდება.
„დიდი შვიდეული“ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იაპონიას, კანადასა და იტალიას აერთიანებს.
დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ დეკლარაციაში („უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი დეკლარაცია“) ასევე ასახულია ის ნაბიჯები, რომლებიც მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს. კიევის შეფასებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ.
„მომავალი რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, დაუყოვნებლივ კონსულტაციებს უკრაინასთან, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები. ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად მივაწოდოთ უკრაინას უსაფრთხოების სწრაფი და მდგრადი დახმარება, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა მთელ ტერიტორიაზე, ასევე, ეკონომიკური დახმარება, რომ დაეკისროს რუსეთს ეკონომიკური და სხვა ხარჯები და კონსულტაციები გავმართოთ უკრაინასთან მის საჭიროებებზე, რადგან ის ახორციელებს თავდაცვის უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად,“ - წერია დეკლარაციაში.
აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, კანადისა და იაპონიის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით, უზრუნველყოფენ.
განაგრძობენ უსაფრთხოებისა და თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობის სფეროში მხარდაჭერას მიწაზე, ჰაერსა და ზღვაში, პრიორიტეტით ანტისაჰაერო თავდაცვაზე, შორს მოქმედ არტილერიასა და შორი მოქმედების საშუალებებზე, ჯავშანტექნიკასა და სხვა საკვანძო საშუალებებზე, ისეთებზე, როგორებიცაა. საბრძოლო ავიაცია, ასევე, ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლების ხელშეწყობით.
დოკუმენტის თანახმად, დღეიდან უკრაინასა და „დიდი შვიდეულის” ყოველ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები იწყება, რათა მოხდეს უკრაინის მხარდაჭერის ფორმალიზება უსაფრთხოების ორმხრივი ვალდებულებების მეშვეობით. G7 ასევე დაჰპირდა უკრაინას შემდგომ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას მომავალში რუსული შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ მიუღია NATO-ში შესვლისთვის სასურველი მოწვევა ვილნიუსის სამიტზე, რომელიც დღეს 12 ივლისს უნდა დასრულდეს, მოკავშირეებმა პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გააძლიერებენ.
არაერთმა პარტნიორმა, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ დახმარების ახალი პაკეტები წარმოადგინეს. სამიტის დროს ოფიციალურად ჩამოყალიბდა „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიცია“, ქვეყნების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, რომ უკრაინელი პილოტები F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე მოამზადონ.
„დოკუმენტი მომდევნო წლებში ომის დასრულების, ასევე შემდგომში ნებისმიერი აგრესიის აღკვეთისა და შეკავების მიზნით, უკრაინისათვის მოკავშირეთა გრძელვადიან მხარდაჭერას განსაზღვრავს.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსგავს კომპლექსურ მხარდაჭერას ასეთი რაოდენობის ქვეყნები იღებენ,“ - განუცხადა ვილნიუსში აკრედიტებულ უკრაინელ ჟურნალისტებს ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა.
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ასევე აღნიშნავენ, რომ მათ იურისდიქციებში არსებული რუსული აქტივები „უძრავად დარჩება“ იქამდე, ვიდრე რუსეთი არ გადაიხდის იმ ზიანისთვის, რომელიც უკრაინას მიაყენა.