El Pais: ევროკავშირს უკრაინელი სამხედროების საწვრთნელი მისიის უკრაინის ტერიტორიაზე გადატანა სურს

ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო მედებათა სამსახურის განცხადებით, მას უკრაინელი სამხედროების მომზადების ევროპული მისიის გაფართოება და ამ მისიის უკრაინის ტერიტორიაზე გადატანა სურს, როცა ამისთვის „ხელსაყრელი გარემო“ იქნება შექმნილი. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი წერს.

მისივე თანახმად, ასევე საუბარია უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებაზე და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ შეიარაღების მოწინავე სისტემების შესყიდვის თანადაფინანსებაზე.

„ამრიგად, ევროკავშირის დიპლომატიური სამსახური წევრ ქვეყნებს სთავაზობს, კიევისთვის გამანადგურებლების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების, მათ შორის რაკეტების, შესყიდვისთვის საჭირო დაფინანსება გაზარდოს,“ - ნათქვამია ევროპის საგარეო სამსახურის შიდა დოკუმენტში, რომელიც El Pais-სთვის გახდა ხელმისაწვდომი.