დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის დახმარების პაკეტის ფარგლებში ნაღმების სკანირებისთვის დრონები გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა.
„დანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის ფარგლებში ნაღმების სკანირებისთვის 6 დრონი უზრუნველყო. ეს დრონები გამოიყენება ტერიტორიების, მათ შორის წყლის ობიექტების არატექნიკური შემოწმებისთვის. ეს არის ტერიტორიების შემოწმების უახლესი ინოვაციური მიდგომა. მადლობელი ვარ ჩვენი დანიელი მეგობრებისა და განსაკუთრებით ჩემი კოლეგების მორტენ ბოდსკოვისა და ტროელს ლუნდ პულსენის“, - წერს რეზნიკოვი.
ცნობისათვის, უკრაინამ და დანიამ განახლებადი ენერგიის წყაროების, კერძოდ ქარის ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.