უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის ლიდერთან, იუნ სოკ იოლთან გამართულ შეხვედრაზე, მშვიდობის ფორმულის, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ეს ვიზიტი უკრაინისა და კორეის გლობალურ პოზიციებს მეტ ძალას შემატებს.
„დღეს უკრაინაში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი და პირველი ლედი კიმ კონ ჰი, იმყოფებიან. ვიზიტის დროს, რომელიც ჩვენი ქვეყნების ისტორიაში პირველია, ადამიანების ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ვიმსჯელეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.