სერბეთის მთავრობა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას დათანხმდა, რათა უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. ა უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ სერბული გამოცემა RTS წერს. მისივე თანახმად, პაკეტი შეიცავს მედიკამენტებს და სხვადასხვა საქონელს.
გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთის მთავრობა ასევე დათანხმდა, მოაწყოს საზაფხულო „სპორტული სარეაბილიტაციო ბანაკი“ კიევის საფეხბურთო კლუბ დინამოს ახალგაზრდული და ბავშვთა გუნდებისთვის.
სერბეთის მთავრობა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში თავის ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და რჩება ერთადერთ ევროპულ ქვეყნად, რომელმაც მოსკოვისთვის სანქციების დაწესებაზე უარი განაცხადა.
სერბეთსა და რუსეთს მჭიდრო კავშირების დიდი ისტორია აქვთ, მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორივე ქვეყანას შორის დაძაბულობა იზრდება უკრაინის ომის გამო.
მარტში, ბელგრადმა უარყო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინას 3500 რაკეტა მიაწოდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მედიაში გავრცელებულ შესაბამის ცნობებთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოხატა.