რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული 383 ბავშვი უკრაინაში დაბრუნდა.
ამის შესახებ ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა ტელეგრამზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა და სამხრეთ კორეის პირველი ლედი ვიზიტი ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრში იმყოფებოდნენ.
„დღეს მდგომარეობით, მხოლოდ 383 უკრაინელი ბავშვი დაბრუნდა სამშობლოში. რუსეთის ფედერაცია არ გვაწვდის ინფორმაციას ჩვენი შვილების შესახებ და არ არის დაინტერესებული ოჯახის გაერთიანებით", - განაცხადა ლუბინეცმა სტუმრებთან შეხვედრისას.
სახელმწიფო პორტალ „ომის ბავშვების“ ინფორმაციით, სულ მცირე 19 474 ბავშვია დეპორტირებული ან იძულებით გადაადგილებული.
უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენმა დარია გერასიმჩუკმა განაცხადა, რომ ვინაიდან უკრაინის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და ხელისუფლებას მასზე წვდომა არ აქვს, შეიძლება, რამდენიმე ასეულ ათას გატაცებულ ბავშვზე იყოს საუბარი.
6 ივლისს უკრაინამ 45 დამცველი და 2 იძულებით დეპორტირებული ბავშვი დაიბრუნა.