2022 წლის სექტემბერში, საპროტესტო აქციების გამო უკან დახევის შემდეგ, ირანში ჩადრის სავალდებულო ტარებას კვლავ მორალის პოლიცია გააკონტროლებს.
16 ივლისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუჩებში პატრულები იმოძრავებენ, რომ დარღვევების წინააღმდეგ იმოქმედონ.
ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა.
„მორალის პოლიცია“ ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მმართველობის პერიოდიდან, 2006 წლიდან, ირანელების, პირველ რიგში ქალების მიერ ჰიჯაბის ტარებას მეთვალყურეობდა.