ქვეყანაში მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლების ფონზე, ირანი მორალის პოლიციის გაუქმების შესახებ იუწყება.
გენერალურ პროკურორის მოჰამედ ჯაფარ მონთაზერის განცხადებით, „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან”.
ჯერ უცნობია, მორალის პოლიცია განუსაზღვრელი ვადით გაუქმდა თუ არა.
მისივე თქმით, მთავრობამ შეიძლება, გადასინჯოს კანონი, რომელიც ქალებს ჩადრის ტარებას ავალდებულებს. ხსენებულ საკითხზე პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო მსჯელობენ. გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ორ კვირაში მიიღება.
ირანში ქალების მასობრივი გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ე.წ. მორალის პოლიციამ 22 წლის მაჰსა ამინი, სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით ქალი გარდაიცვალა.
„მორალის პოლიცია“ ყოფილი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის მმართველობის პერიოდიდან, 2006 წლიდან, ირანელების, პირველ რიგში ქალების მიერ ჰიჯაბის ტარებას მეთვალყურეობდა.
ირანელი ქალები „მორალის პოლიციას“ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებდა.
ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტი და სასამართლო განიხილავენ, საჭიროა თუ არა იმ კანონში რაიმე სახის ცვლილება, რომელიც ქალებისთვის თავსაბურავის ტარებას გულისხმობს.