უახლოეს წლებში ესტონეთი 1,2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების საბრძოლო მასალას შეიძენს, იუწყება ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. მისივე თანახმად, ესტონეთმა 2024 წლიდან 2027 წლამდე სამხედრო განვითარების გეგმა დაამტკიცა.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ესტონეთი ქვეყნის თავდაცვაზე მშპ-ს სამ პროცენტამდე დახარჯავს.
ესტონეთის ხელისუფლება საჰაერო თავდაცვის განვითარებისთვის საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემასაც შეიძენს.