უნგრეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ კატალინ ნოვაკმა ყირიმის პლატფორმის სამიტზე დასასწრებად, უკრაინის მთავრობის მოწვევა მიიღო. საინფორმაციო პორტალ Telex-ის ცნობით, ნოვაკი კიევში გამგზავრებამდე ასევე ჩავა ზაკარპატიის ოლქში, სადაც ადგილობრივ უნგრულ საზოგადოებასთან ერთად აღნიშნავს წმინდა სტეფანეს დღეს.
დიპლომატიური ურთიერთობები უნგრეთსა და უკრაინას შორის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უფრო დაიძაბა. ეს ნაწილობრივ გამოწვეული იყო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ გაკეთებული არაერი სადავო კომენტარით იყო გამოწვეული.
მაგალითად, ივნისში რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედრო ტყვეები უნგრეთში გადაიყვანა უკრაინის ხელისუფლების ჩარევის გარეშე. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებდა, რომ გადაცემა ბუდაპეშტის მოთხოვნით მოხდა და ტყვეებს მოიხსენიებდა, როგორც "ზაკარპატიის წარმოშობის ადამიანებს", რაც მიუთითებს უკრაინის ზაკარპატიის ოლქზე, სადაც 150 000-ზე მეტი ეთნიკური უნგრელი ცხოვრობს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მიესალმება ომის ტყვეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში არ იყვნენ ინფორმირებული რუსეთის და უნგრეთის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებების თაობაზე და ამის შესახებ მედიით და უნგრელი ოფიციალური პირების საჯარო განცხადებებით შეიტყვეს.