ამჟამინდელი დრონები, რომლებიც მაღალ შენობებზე ხანძარსაწინააღმდეგო შლანგების ასაზიდად და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ასაწევად გამოიყენება, პლასტმასისგან არის დამზადებული და მათ ცეცხლის სიახლოვეს ფრენა არ შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ბრიტანელმა და შვეიცარიელმა მეცნიერებმა ცეცხლგამძლე დრონი შექმნეს.
მათი შთაგონების წყაროდ კი, ლონდონში, 2017 წელს მომხდარი ტრაგედია გახდა, რომლის დროსაც, კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა 72 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ლონდონის თაუერთან ახლოს ვცხოვრობდი და მართლაც შოკისმომგვრელი იყო ამ მოვლენის ხილვა. ხალხი მეკითხებოდა, მყავდა თუ არა დრონი, რომელსაც შეეძლო კონკრეტული ტერიტორიის შიგნით ფრენა და მე ეს საშუალება არ მქონდა...“ - განაცხადა შვეიცარიელმა მეცნიერმა, მირკო კოვაჩმა.
ე.წ. FireDrones-ს ხანძრის ადგილის „რუკის“ შედგენა და ცეცხლში ჩარჩენილი ადამიანების იდენტიფიცირება შეუძლია.