უკრაინამ ბულგარეთის პრორუსული პრეზიდენტი მისი განცხადებების გამო გააკრიტიკა. რუმენ რადევის მტკიცებით, კიევია დამნაშავე რუსეთთან ომში და „უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მხოლოდ ახანგრძლივებს კონფლიქტს.“
Politico-ს თანახმად, რადევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ამ ომს უკრაინა დაჟინებით ითხოვს, ხოლო მის საფასურს მთელი ევროპა იხდის."
„მის კომენტარს უკრაინის საელჩო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „უკრაინის ომში დადანაშაულება, რომელსაც ჩრდილოელმა მეზობელმა მოღალატეობრივად შეუტია, რუსული პროპაგანდისა და ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეზისია ევროპაში.“
საელჩომ ასევე განაცხადა, რომ კიევი მთელ ძალისხმევას მშვიდობის სწრაფად დამყარებაში დებს. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ უარყო რადევის პოზიცია, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომს ახანგრძლივებს“, - წერს თავის მხრივ Associated Press-ი.
ბულგართესა და უკრაინას შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ამ თვის დასაწყისში სოფიაში გამართულ შეხვედრაზე ბულგარეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის ომს „არავითარი სამხედრო გადაწყვეტა“ არ აქვს და „სულ უფრო და უფრო მეტი იარაღი ამას ვერ მოაგვარებს". ზელენსკიმ მას უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამანადგურებელი ომი უკრაინელების წინააღმდეგ წამოიწყო და არა სხვა ქვეყნების.