უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოკუპირებული ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ნებისმიერი უკანონო ნაგებობის არსებობა ხანმოკლეა.
„ნებისმიერი უკანონო კონსტრუქცია, რომელიც გამოიყენება რუსული მასობრივი მკვლელობის იარაღების მიწოდებისთვის, აუცილებლად ხანმოკლეა, განურჩევლად განადგურების მიზეზებისა“, - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.