Financial Times-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ მთავრობის თანამშრომლებისთვის Apple-ის მოწყობილობების აკრძალვა დაიწყო. ორშაბათიდან, ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო iPhone-ების გამოყენებას ყველა „სამუშაო მიზნებისთვის“ აკრძალავს.
ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის პროდუქციის გამოყენება თანამშრომლებს ციფრული განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო კომპანია Rostec-მაც აუკრძაელს.
მედია იტყობინება, რომ აკრძალვა მოიცავს Apple-ის ყველა პროდუქტს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ოფიციალურ პირებს შეუძლიათ, გააგრძელონ ამ მოწყობილობების პირადი სარგებლობისთვის გამოყენება, იმ პირობით, რომ საქმიან მიმოწერას არ გახსნიან.
გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კომპანიამ Apple Pay-ზე წვდომა შეწყვიტა. მოგვიანებით, მან რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვა შეაჩერა. იმ დროს, Apple-მა მკაფიოდ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მიიღეს და აღნიშნა, რომ ის იდგა „ყველა ადამიანთან ერთად“, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებული ომით დაზარალდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ „აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ჯაშუშურ ოპერაციაში“ Apple-ის მოწყობილობები გამოიყენებოდა.