თეგი: APPLE
RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის
RT News-ს და Sputnik News-ს Apple Store-დან რუსეთის ფარგლებს გარეთ ვეღარ გადმოტვირთავს. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ რუსეთის შეჭრით უკრაინაში და ვდგავართ ყველა იმ ადამიანის გვერდით, ვინც ძალადობის შედეგად იტანჯება“, - ნათქვამია Apple-ის განცხადებაში. კომპანიამ უკრაიანაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ არაერთი ნაბიჯის შესახებ განაცხადა, მათ შორის Apple Pay და სხვა სერვისები შეზღუდულია, ასევე, რუსული სახელმწიფო მედია, RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის. ცნობისთვის, Apple-მა 2 მარტს განაცხადა, რომ რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვას შეწყვეტს.
Apple-ი iPod-ის წარმოებას აჩერებს
„20 წელზე მეტი ხნის წინ შექმნილმა iPod-მა მოხიბლა მომხმარებლები მთელს მსოფლიოში, მათი სასურველი მუსიკის თან ტარების შესაძლებლობით. დღეს ეს შესაძლებლობა ინტეგრირებულია Apple-ის პროდუქციის მთელ ხაზში, iPhone-დან და Apple Watch-დან iPad-მდე და Mac-მდე. Apple Music აპლიკაციით მომხმარებლებს აქვთ წვდომა 90 მილიონზე მეტ სიმღერასა და 30 000 დასაკრავ სიაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. როგორც აღინიშნა, iPod Touch პლეიერის უახლესი მოდელი ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებსაიტის მეშვეობით და ოფიციალურ მაღაზიებში მის ხელმისაწვდომობამდე. Apple Music Player პირველად 2001 წლის ოქტომბერში დაინერგა. iPod გამოვიდა რამდენიმე ვერსიით: Classic, Nano, Shuffle და Touch. Apple Music-ის სტრიმინგის სერვისისა და ახალი iPhone მოდელების მოსვლასთან ერთად, iPod-ების პოპულარობა კლება დაიწყო. iPod-ების ხაზის უახლესი მოდელი - iPod Touch 7 - გამოვიდა 2019 წლის მაისში.
Apple-მა iPhone 14 წარადგინა
კომპანია Apple-მა iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარადგინა. ახალ iPhone 14-ს 6.1 დიუმიანი ეკრანი აქვს. iPhone 14 Plus-ს - 6.7-იანი. iPhone-ების ახალი სერია უფრო ხანგრძლივი მუშაობის ელემენტით და კერამიკული დამცავი შუშით გამოირჩევა.
Apple-მა რუსეთის მობილურ ოპერატორებს ახალი iPhone-ების მათ ქსელებთან ადაპტირება აუკრძალა
რუსულმა მობილურმა ოპერატორებმა, რუსეთის ბაზრიდან წასვლის შემდეგ Apple-თან მოლაპარაკება ვერ შეძლეს. RT News-ი და Sputnik News-ი Apple Store-ზე ხელმისაწვდომი აღარ არის რუსული მედიის ცნობით, შესაბამისად Apple-ს ახალი სმარტფონების ადაპტირებას რუსეთში მომხმარებლებისთვის ვერ შეძლებენ. Apple-მა აკრძალა iPhone 14 სმარტფონების ადაპტაცია რუსეთში ტელეკომის ოპერატორების ქსელებთან. საუბარია VoLTE და VoWiFi ფუნქციების მხარდაჭერაზე მათ ქსელებში, რომლებზე წვდომაც Apple-მა შეზღუდა. შეგახსენებთ, რომ Apple-მა 2 მარტს განაცხადა, რომ რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვას შეწყვეტს.
რუსეთში სახელმწიფო მოხელეებს Iphone-ის გამოყენება აეკრძალათ
Financial Times-ის ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ მთავრობის თანამშრომლებისთვის Apple-ის მოწყობილობების აკრძალვა დაიწყო. ორშაბათიდან, ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო iPhone-ების გამოყენებას ყველა „სამუშაო მიზნებისთვის“ აკრძალავს. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის პროდუქციის გამოყენება თანამშრომლებს ციფრული განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო კომპანია Rostec-მაც აუკრძაელს. მედია იტყობინება, რომ აკრძალვა მოიცავს Apple-ის ყველა პროდუქტს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ოფიციალურ პირებს შეუძლიათ, გააგრძელონ ამ მოწყობილობების პირადი სარგებლობისთვის გამოყენება, იმ პირობით, რომ საქმიან მიმოწერას არ გახსნიან. გასული წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კომპანიამ Apple Pay-ზე წვდომა შეწყვიტა. მოგვიანებით, მან რუსეთში ყველა პროდუქტის გაყიდვა შეაჩერა. იმ დროს, Apple-მა მკაფიოდ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის შეჭრის საპასუხოდ მიიღეს და აღნიშნა, რომ ის იდგა „ყველა ადამიანთან ერთად“, რომელიც რუსეთის მიერ წარმოებული ომით დაზარალდა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ „აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ჯაშუშურ ოპერაციაში“ Apple-ის მოწყობილობები გამოიყენებოდა.
2007 წლის iPhone აუქციონზე 190 000 დოლარად გაიყიდა
პირველი მოდელი, გაუხსნელი iPhone 4GB, აშშ-ში აუქციონზე (LCG Auctions) 190,372.80 დოლარად გაიყიდა, იტყობინება BBC. ლოტმა სულ 28 შეთავაზება მოიზიდა და თავდაპირველზე თითქმის 400-ჯერ მეტ ფასად გაიყიდა. 4GB პირველად 2007 წელს Apple-ის მაშინდელი აღმასრულებელი დირექტორის სტივ ჯობსის დროს გამოუშვეს.ორი თვის შემდეგ კი, ტექნოლოგიურმა გიგანტმა მისი გაყიდვები შეაჩერა. Apple-ის თანადამფუძნებელი, სტივ ჯობსი 2011 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.