უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული ყირიმის ხიდზე: ყველა დეტალი გამარჯვების შემდეგ გასაჯაროვდება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოკუპირებული ყირიმის ხიდზე აფეთქების ორგანიზების ყველა დეტალს გამარჯვების შემდეგ გამოავლენენ.

„მედიის მრავალი თხოვნის გათვალისწინებით, ყირიმის ხიდზე მორიგი ინციდენტის შესახებ გაცნობებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აუცილებლად გამოავლენს ყველა დეტალს „ბავოვნას“ ორგანიზების შესახებ ჩვენი გამარჯვების შემდეგ“, - განუცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, არტემ დეხტიარენკომ Ukrinform-ს.

ის ამბობს, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ინტერესით ადევნებს თვალს, თუ როგორ ვერ გაუძლო კიდევ ერთხელ სამხედრო დატვირთვას პუტინის რეჟიმის ერთ-ერთმა სიმბოლომ.