თურქეთმა და საუდის არაბეთმა ინვესტიციების, თავდაცვის, ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროში შეთანხმებები გააფორმეს.
დოკუმენტები საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის ხელმძღვანელობით გამართული გაფართოებული შეხვედრების შემდეგ გაფორმდა.
თურქეთის ლიდერი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს ფარგლებში, საუდის არაბეთში ორშაბათს ჩავიდა.