ისრაელმა აღიარა მაროკოს სუვერენიტეტი დასავლეთ საჰარის სადავო ტერიტორიაზე და იქ საკონსულოს გახსნას განიხილავს, ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
მაროკო დასავლეთ საჰარას საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, მაგრამ ალჟირის მიერ მხარდაჭერილ პოლისარიოს ფრონტს იქ დამოუკიდებელი სახელმწიფო სურს. 2020 წელს აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ ტერიტორიაზე მაროკოს პრეტენზია მაროკოს მიერ ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ აღიარა.
„ისრაელის პოზიცია „გაეროს, რეგიონულ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნება," - ნათქვამია მაროკოს სამეფო სახლის განცხადებაში.
მაროკო ელის, რომ გადაწყვეტილება ამ ტერიტორიაზე ისრაელის ინვესტიციებს წაახალისებს. ისრაელის სამხედროებმა მაროკოს თავდაცვის ატაშედ პოლკოვნიკი დანიშნეს. ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, მაროკომ და ისრაელმა თანამშრომლობის შეთანხმებებს, მათ შორის თავდაცვის პაქტს მოაწერეს ხელი.