საუდის არაბეთში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ ერ-რიადი თურქულ დრონებს შეისყიდის. თურქულ თავდაცვის ფირმა Baykar-სა და საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს შორის შესაბამის ხელმოწერის ცერემონიას ერდოღანი და საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი დაესწრნენ. Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SPA იტყობინება.
„საუდის არაბეთი „სამეფოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნის გაზრდის და მისი თავდაცვისა და წარმოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, უპილოტო თვითმფრინავებს შეიძენს,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, პრინცმა ხალიდ ბინ სალმანმა. SPA-მ გარიგების ღირებულების შესახებ დეტალები უცნობია.