მიმდინარე წლის 18 ივლისს, Wondernet Express Investment Group-ს ჰქონდა პატივი, ემასპინძლა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ - აბდულა არიპოვისთვის და ვიცე-პრემიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ - ლევან დავითაშვილისთვის.
საპატიო სტუმრებს კომპანიის დამფუძნებელმა - დიმიტრი აბდუშელიშვილმა და გენერალურმა დირქტორმა - მამუკა მურჯიკნელმა გააცნეს ბათუმის სასუქების ტერმინალი და მისი მუშაობის პრინციპი. ასევე, განიხილეს ლოგისტიკური დერეფნის მნიშვნელობა და მისი, კიდევ უფრო, განვითარების გზები.
უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, აბდულა არიპოვი საქართველოს 17 ივლისს ეწვია. მან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
ასევე წაიკითხეთ: