გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი ჯარისკაცი საზღვრის უნებართვოდ გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. CBS News-ი წერს, რომ ჯარისკაცის მიერ სამხრეთ კორეის დატოვების მიზეზი დისციპლინარულ საკითხებს უკავშირდება. სხვა წყარომ, თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მოგვიანებით განუცხადა CBS-ს, რომ ჯარისკაცი „განზრახ“ გადავიდა საზღვარზე. მისი მოტივაცია კი, გაურკვეველი რჩება.
ცნობისთვის, აშშ-ის მოქალაქე სამხრეთიდან ჩრდილოეთ კორეაში საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დააკავეს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ გაერო იუწყება.
გაეროს სარდლობა მართავს დემილიტარიზებულ ზონას და ერთობლივ უსაფრთხოების ზონას (JSA), რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას ჰყოფს. შესაბამისად, მათ განაცხადეს, რომ კაცს „ავტორიზაცია“ არ ჰქონდა გავლილი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ამჟამად იმყოფება პატიმრობაში და ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან ამ ინციდენტის მოსაგვარებლად,“ - განაცხადეს გაეროს სტუქტურაში