რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში

შეკითხვა თუ რამდენი ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული სამხრეთ კორეაში, მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცი „ჩრდილოეთ კორეაში მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად დააკავეს.“

ზუსტად შვიდი ათეული წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1953 წლის ზავმა კორეის ომი შეაჩერა. აშშ-ის ახლა სამხრეთ კორეაში დიდი წარმომადგენლობა ჰყავს. Reuters-ის 2021 წლის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში 28 000 ამერიკელი ჯარისკაცია განლაგებული, რაც მას აქცევს მესამე უცხოურ ძალად  იაპონიის და გერმანიის შემდეგ.

სამხრეთ კორეაში ასევე მდებარეობს აშშ-ს უდიდესი სამხედრო ბაზა. 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, აშშ და სამხრეთ კორეა განაგრძობენ პარტნიორობას.


„ეს იმიტომ ხდება, რომ კორეის ომი რეალურად არასოდეს დასრულებულა. ზავმა შეაჩერა ბრძოლა, მაგრამ არასოდეს ყოფილა შეთანხმება ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეას, და  მის მოკავშირეებს შორის.

ჩრდილოეთ კორეა  ისევ შეშფოთების მიზეზია როგორც აშშ-სთვის, ასევე სამხრეთ კორეისთვის, რადგან ის ხშირად ცდის თავის სარაკეტო შესაძლებლობებს და მუშაობს ბირთვული იარაღის პროგრამის განვითარებაზე,“ - წერს თავის მხრივ BBC.

გაეროს თანახმად, აშშ-ის მოქალაქემ უნებართვოდ გადაკვეთა „სადემარკაციო ხაზი“ და სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში გადავიდა.