პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით ძალებს გზავნის

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ორი პოლონური ბრიგადა ბელორუსის საზღვართან ახლოს გაგზავნეს. მინისტრის განმარტებით, ეს ნაბიჯი ბელორუსში „ვაგნერის“ მზარდი ყოფნის საპასუხოდ გადადგეს.

ერთი ბრიგადა ახალ ბაზაზე, პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კიდევ ერთი კი, პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში, ბელორუსის საზღვრიდან დაახლოებით 32 კილომეტრში განთავსდება.

უკრაინული მედიის ცნობით, 17 ივლისს რუსეთიდან ბელორუსში „ვაგნერის“ მებრძოლების მესამე კოლონა ჩავიდა.