Reuters-ის ცნობით, სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებზე დაყრდნობით, კორეული სააგენტო Yonhap-ი წერს, რომ რაკეტა გაშვებული იყო ზღვაში, კორეის ნახევარკუნძულსა და იაპონიას შორის. მეტი დეტალი არ გავრცელებულა.
საინფორმაციო სააგენტო Kyodo-ს ცნობით, იაპონიის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ფხსენიანმა შესაძლოა, მეორე რაკეტაც გაუშვა.
უახლესი Hwasong-18-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას გამოსცადა და განაცხადა, რომ ეს იყო გაფრთხილება შეერთებული შტატებისა და სხვა მოწინააღმდეგეებისთვის.
ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის ახალი კრიზისი შეიქმნა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი ჯარისკაცი „ჩრდილოეთ კორეაში მესაზღვრეებმა დემილიტარიზებული ზონის მახლობლად დააკავეს.“
სეული და ვაშინგტონი, ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ. მხარეებმა სეულში, ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის პირველი შეხვედრა გამართეს და განაცხადეს, რომ 1981 წლის შემდეგ პირველად, ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი, კორეის რესპუბლიკაში, პუსანის პორტს ეწვია.