ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრეზიდენტმა „რუსეთ-ირანის მზარდ პარტნიორობაზე“ ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრეზიდენტ, ისააკ ჰერცოგს თეთრ სახლში უმასპინძლა.

თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა კონსულტაციები გამართეს ორმხრივი ინტერესის ძირითად საკითხებზე, მათ შორის გაძლიერებულ კოორდინაციაზე ირანის ბირთვული იარაღის შეძენის თავიდან ასაცილებლად და თავდაცვის სექტორში ირანის მზარდ პარტნიორობაზე რუსეთთან.


პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს, რომ აშშ-ისრაელის ურთიერთობის სიძლიერ საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს ეფუძნება. განიხილეს სასამართლო რეფორმის პაკეტისადმი კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომის აუცილებლობა.

პრეზიდენტმა ბაიდენმა გაიმეორა თავისი ვალდებულება, შეინარჩუნოს გზა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოლაპარაკების გზით მოგვარებისთვის, რაც საუკეთესო გზაა გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობისთვის და ისრაელელებისა და პალესტინელებისთვის თავისუფლების, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების თანაბარი ზომების უზრუნველყოფისკენ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად. მხარეებმა ასევე განიხილეს ისრაელის რეგიონული ინტეგრაციის წინსვლის შესაძლებლობები უფრო მშვიდობიანი და აყვავებული ახლო აღმოსავლეთის შესაქმნელად,“ - წერია თეთრი სახლის განცხადებაში.