ყველაზე ძლიერი პასპორტები გამოვლინდა

ყველაზე „ძლიერი პასპორტის" ტიტული სინგაპურმა მოიპოვა. მის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ მსოფლიოს 227 მიმართულებიდან 193-ს ეწვიონ.

ქართულმა პასპორტმა ამ რეიტინგში 48-ე ადგილზე გადაინაცვლა.

მის მფლობელებს მსოფლიოს 117 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ ჩასვლა.

ბოლო ადგილზე ავღანური პასპორტია.

ავღანეთის მოქალაქეებს უვიზოდ ჩასვლა 27 ქვეყანაში შეუძლიათ


საუკეთესო პასპორტების ჩამონათვალში იაპონი ლიდერობდა (193 მიმართულება).
 
შემდეგ მოდიოდნენ: სინგაპური, სამხრეთ კორეა (192 მიმართულება) 3. გერმანია, ესპანეთი (190 მიმართულება) 4 ფინეთი, იტალია, ლუქსემბურგი (189 მიმართულება) 5. ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი (188 მიმართულება) 6. საფრანგეთი, ირლანდია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი (187 მიმართულება) 7. ბელგია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, შვეიცარია, შეერთებული შტატები, ჩეხეთი (186 მიმართულება) 8. ავსტრალია, კანადა, საბერძნეთი, მალტა (185 მიმართულება) 9. უნგრეთი, პოლონეთი (184 მიმართულება) 10. ლიეტუვა, სლოვაკეთი (183 მიმართულება).
 
საქართველომ 2023 წლის დასაწყისისთვის 50-ე ადგილი დაიკავა. 2022 წელს მას 52-ე ადგილი ეკავა. მსოფლიო პასპორტების რეიტინგს კომპანია Henley & Partners მე-18 წელია, ავლენს.