ევროკავშირი უკრაინის არმიის მხარდაჭერის მიზნით, €20-მილიარდიან ფონდს შექმნის და ქვეყნის უსაფრთხოების ვალდებულებებს იტვირთავს - Politico

ევროკავშირი უკრაინის არმიის მხარდაჭერის ფონდის შექმნას გეგმავს. ამ მიზნით ბლოკი უკრაინის სამხედრო ძალების მარაგის შესანარჩუნებლად მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 20 მილიარდ ევრომდე გამოყოფს. ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს.

ფონდით უკრაინისთვის ირაღს პირდაპირი გზით არ შისყიდიან. ბრიუსელი დაეხმარება ქვეყნებს, დაფაროს ხარჯები, რომლებსაც რაკეტების, ტანკების, საბრძოლო მასალისა და სხვა აღჭურვილობისთვის გაიღებენ. ფონდი ასევე დაფარავს უკრაინელი სამხედროების წვრთვნის ხარჯებსაც.

ევროპულმა საგარეო ქმედებათა სამსახურმა ასევე შეიმუშავა გეგმა, რომელიც გულისხმობს უსაფრთხოების ვალდებულებების მთელ სერიას, რომელიც ევროკავშირმა შეიძლება, უკრაინის წინაშე უახლოეს წლებში აიღოს. 

დიპლომატების თქმით, ფონდის შექმნის გადაწყვეტილება შემოდგომისთვის უნდა დამტკიცდეს.