ირლანდიის პრემიერი უკრაიაში ჩავიდა და €5 მილიონის მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება დააანონსა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, ლეო ვარდაკარი უკრაიაში ჩავიდა. ის უკვე იმყოფებოდა ბუჩაში. შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკისაც. დააანონსა €5-მილიონიანი ჰუმანიტარული დახმარება.

„ჩვენ კიდევ 5 მილიონ ევროს ვაძლევთ ჰუმანიტარული  დახმარების სახით უკრაინას - 3 მილიონი ევრო უკრაინაში წითელი ჯვრის მიერ დაიხარჯება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაოზე, 2 მილიონ ევროს კი, გაეროს ფონდში შევიტანთ“, - განაცხადა ვარადკარმა დღევანდელ განცხადებაში.


თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ირლანდიის პრემიერთან უსაფრთხოების, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს განიხილავდა. 

„მივესალმები უკრაინაში ირლანდიის მთავრობის მეთაურს, ლეო ვარადკარს. დღეს ჩვენ გავმართავთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს...მიუხედავად იმისა, რომ ირლანდია ნეიტრალური ქვეყანაა, ეს ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს გულგრილობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მხარდაჭერისთვის!" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.