ირლანდიამ უკრაინის მიერ „მტკიცებულების“ გავრცელებას გამოძიების დაწყებით უპასუხა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, ლეო ვარადკარმა განაცხადა, რომ ირლანდიამ გამოძიება დაიწყო სამშაბათს უკრაინაში ჩამოგდებული კამიკაძე-დრონის ძრავაში ირლანდიური წარმოების დეტალების ამსახველი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ.

„ირლანდია ინფორმირებულია თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ და მიმდინარეობს გამოძიება,“ - განაცხადა ვარადკარმა ოთხშაბათს, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე და განმარტა, რომ ქვეყნის მთავრობას არ სჯერა, რომ ზოგიერთ ირლანდიურ კომპანიას შეუძლია სანქციების დარღვევა.

ვარადკარმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ზოგიერთ მესამე მხარეს შეეძლო სანქციების დარღვევა.

რუსული დრონი, რომელიც გუშინ ღამით ჩამოაგდეს მიკოლაივის თავზე, დასავლეთის ქვეყნების ნაწილებით არის დამზადებული, განაცხადა 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა და ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ეწერა - „დამზადებულია ირლანდიაში.“