მიმდინარე წლის მესამე კვარტალის შედეგების მიხედვით, საქართველოს პასპორტმა Henley & Partners Passport Attractiveness Index-ის თანახმად, (განსაზღვრავს ძლიერი პასპორტების სტატუსს. რედ) 48-ე ადგილი დაიკავა.
ქართული პასპორტის რეიტინგი გაუმჯობესდა. გასულ წელს საქართველო 52-ე ადგილზე იყო, მიმდინარე წლის იანვარში - 50-ე. მის მფლობელებს მსოფლიოს 117 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ ჩასვლა.
რეიტინგში უკრაინა 30-ე ადგილს იკავებს, რუსეთი - 49-ე, აზერბაიჯანი - 72-ე, სომხეთი - 74-ე.