ლიეტუვა რუსებს, რომლებსაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბინადრობის უფლებას ართმევს

ლიეტუვამ ქვეყნის შიგნით მცხოვრებ 100-ზე მეტ რუსს ბინადრობის ნებართვა გაუუქმა, რადგან ზოგიერთი მათგანი უსაფრთხოებისთვის საფრთხედ მიიჩნია.

Euronews-თან გაზიარებულ მონაცემებში, ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 2022 წელს 38 რუსს ჩამოართვეს მუდმივი საცხოვრებლის უფლება, დამატებით 97-ს  - ამ წელს.

სულ  კი - 135-ს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.


მიუხედავად მზარდი შეზღუდვებისა, მიგრაციის დეპარტამენტის მონაცემებით, ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვის მსურველი რუსების რიცხვი გაორმაგდა 2021-2022 წლებში და თითქმის 4000-ს მიაღწია.


ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა (VSD) გასულ კვირას გამოაცხადა, რომ გააძევა რუსეთის მოქალაქე ვლადიმერ ვოდო, რომელიც თავს „ჟურნალისტად“ მოიხსენიებდა. 

„მას ჰქონდა „არალოიალური შეხედულებები ლიეტუვის მიმართ, ავრცელებს პრორუსულ პროპაგანდას სოციალურ მედიაში და ჰქონდა კონტაქტები რუსულ და ბელორუსულ სადაზვერვო სამსახურებთან“, - აცხადებს ლიეტუვის უწყება. 

ვოდო საკუთარ თავს LinkedIn-ზე, თავისუფალ ჟურნალისტს უწოდებს, რომელიც რამდენიმე რუსულ საშუალებებში მუშაობდა, თუმცა Euronews-ი წერს, რომ არ შეუძლია ამ ანგარიშის ავთენტურობის გადამოწმება.

მედიის თანახმად, მოსკოვის შეჭრამ უკრაინაში, ბალტიის პატარა სახელმწიფოში უსაფრთხოების შეშფოთება გაამძაფრა. რუსეთის ანკლავის კალინინგრადის მოსაზღვრე კიევის მტკიცე მოკავშირე ოდესღაც სსრკ-ს ნაწილი იყო და ახლა უფრთხის რევიზიონისტულ რუსეთს.